გახსნილი ნარკოდანაშაულების სტატისტიკა

გახსნილი დანაშაულებების სტატისტიკა –  თბილისში, აჭარაში, კახეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი დააკავეს, საიდანაც ხუთი  ნარკორეალიზატორია.  სულ ამოღებულია: 2750 აბი „ექსტაზი“, დაახლოებით, ერთი კილოგრამი „მდმა“, ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება – კოკაინი,  530 აბი „სუბუტექსი“, 100 აბი „სუბოქსინი“, 200 გრამი ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი, ასევე ჰეროინი, მეტადონის მარილის 94 აბი, სხვა ნარკოტიკი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ყაზახეთის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული პირი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ბრაზილიიდან დუბაის გავლით, საქართველოში ჩამოფრინდა და ნარკოტიკები შემოიტანა.