გახდა თუ არა უსაფრთხოების სისტემის გაუმართავობა ბათუმის სასტუმროში გაჩენილი ხანძრის მიზეზი

18:07, 25.11.2017

სამართალდამცველები ამ წუთამდე შემთხვევის ადგილზე რჩებიან. შენობასთან იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წევრები და მთავრობის ხელმძღვანელი.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, 22-სართულიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა, სახანძრო სისტემის გაუმართავობის გამო, დააჯარიმა. თუმცა, ამ თემაზე დამატებითი, კონკრეტული განმარტებები უშუალოდ “ლეოგრანდის” მენეჯმენტის მხრიდან არ გაკეთებულა.

გახდა თუ არა უსაფრთხოების სისტემის გაუმართავობა, მომხდარის მიზეზი, ამის თქმა ჯერჯერობით რთულია.

მსგავსი