გაერო-ს უშიშროების საბჭოში ირანში შექმნილი ვითარება განიხილეს

გაერო-ს უშიშროების საბჭოში, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. საგანგებო სხდომა შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა მოიწვია.

დიპლომატის გადაწყვეტილება რუსეთის ელჩმა გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ცდილობს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები ირანის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩართოს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ირანის ელჩიც ესწრებოდა, რომელმაც ირანში დაწყებულ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციებში ვაშინგტონი დაადანაშაულა.