გაერო-ს რეზოლუცია – მაკა ბოჭორიშვილის განცხადება
საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მაკა ბოჭორიშვილი წერს: „მხარდამჭერთა უპრეცედენტო რაოდენობა! საქართველოს რეზოლუციას 2025 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი! დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც გახდა ჩვენი ინიციატივის თანაავტორი და მხარი დაუჭირა რეზოლუციას. განსაკუთრებული მადლობა გაერო-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს, ჩემს მოადგილეს – ლაშა დარსალიასა და ყველა დიპლომატს, ვინც დაუღალავად იშრომა ამ დიდი მხარდაჭერის მოსაპოვებლად!“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.