გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სესია

სასტუმრო „ბილტმორში“,  გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში, ტურიზმის მიმართულების საინვესტიციო პანელი იმართება,    სახელწოდებით  – „ახალი რეალობა – მდგრადი ტურიზმის განვითარების ერა“.

პანელის ფარგლებში, პრეზენტაციას, სახელწოდებით – „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტენდენციებისა და პოლიტიკის მიმოხილვა“ გავლენიანი გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ რედაქტორის მოადგილე, ჯაკობო დეტონი გამართავს. დღესვე გაიმართება სესია „ახალი ტენდენციები პოსტ-კოვიდის პირობებში საქართველოში“, რომლის თავმჯდომარე „იუესაიდის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი იქნება.

სასტუმრო „ბილტმორში“ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში, ტურიზმის მიმართულების საინვესტიციო პანელი იმართება

დატოვე კომენტარი