სასტუმრო „ბილტმორში“ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში, ტურიზმის მიმართულების საინვესტიციო პანელი იმართება
სასტუმრო „ბილტმორში“ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში, ტურიზმის მიმართულების საინვესტიციო პანელი იმართება

სასტუმრო „ბილტმორში“ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში, ტურიზმის მიმართულების საინვესტიციო პანელი იმართება.

პანელს, სახელწოდებით „ახალი რეალობა – მდგრადი ტურიზმის განვითარების ერა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახსნიან.

პანელის ფარგლებში პრეზენტაციას, სახელწოდებით „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტენდენციებისა და პოლიტიკების მიმოხილვა“ გავლენიანი გამოცემა The Financial Times-ის რედაქტორის მოადგილე ჯაკობო დეტონი გამართავს.

დღესვე გაიმართება სესია „ახალი ტენდენციები პოსტ-კოვიდის პირობებში საქართველოში“, რომლის თავმჯდომარე „იუესაიდის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკკორდი იქნება.

სესიაში მონაწილეობას მიიღებენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, თიბისი ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, „აჭარა გრუპ ჰოლდინგის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ჩეხერია, „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ მმართველი დირექტორი ირაკლი კილაურიძე.

12:35 საათზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და „მასტერ ქარდ ევროპას“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.