„ნამახვანჰესის“ საკითხზე შეთანხმება ისევ ვერ ხერხდება – ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მთავრობის დღევანდელ შეთავაზებას არ იღებენ. პროტესტის ნიშნად, გუმათში შეკრებილებმა დღეს ქუთაისში გადაინაცვლეს და ერთი საათით ცენტრალური გამზირიც გადაკეტეს. ორგანიზატორების თქმით, ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია და პროტესტი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად გაგრძელდება. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ დროისთვის კვლავ გუმათში იმყოფებიან.
ირმა ჭოლაძე დეტალებით – ბოლო ცნობები ადგილიდან, აიღო თუ არა პოლიციამ რკინის ჯებირები.