გადარჩენილი ბავშვების “ჯადოსნური წუთი”

ჯერ მღვიმეში, შემდეგ კი საავადმყოფოში გატარებული 7 დღის შემდეგ, ტაილანდელი ბიჭები და მათი მწვრთნელი თავისუფლები არიან.

ისინი დღეს საავადმყოფოდან გაწერეს, საიდანაც პირდაპირ პრესკონფერენციაზე წავიდნენ. ტყვეობაში მყოფებმა ყველა იმ შეკითხვას უპასუხეს, რაც მათთან ჟურნალისტებს ჰქონდათ. გაიხსენეს მღვიმეში გატარებული 18 დღე, ბოდიში მოუხადეს მშობლებს, მადლობა უთხრეს ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ გულშემატკივრობდა და  მოიგონეს სამან გუნანი, მათი გადარჩენის ოპერაციაში მონაწილე მყვინთავი, რომელიც მღვიმიდან გამოსვლის დროს დაიღუპა.