ტაილანდელი ბავშვების პრესკონფერენცია

პირველი პრესკონფერენცია ჩაატარეს მღვიმიდან გამოყვანილმა ტაილანდელმა ბავშვებმა მწვრთნელთან ერთად.

მიწის ქვეშ გატარებული დრო მათ კამერების წინ გაიხსენეს.  შეკითხვები, რომლებიც ბავშვებს დაუსვეს, მანამდე ფსიქოლოგებთან იყო გადამოწმებული. გადარჩენილმა ბიჭებმა მღვიმეში შესვლა, იქ გატარებული დღეები და გადარჩენის ოპერაცია გაიხსენეს. მადლობა გადაუხადეს თითოეულ ადამიანს, ვინც მათ გულშემატკივრობდა.