ფულის გათეთრების საქმე

18:46, 12.11.2026

დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო პროკურატურამ.

გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ დოკუმენტების გაყალბების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ნასამართლევმა პირმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების მიზნით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების განზრახვის გარეშე, საქართველოში საწარმო დააფუძნა, რომლის საბანკო ანგარიშზეც უცხოეთიდან, დაუსაბუთებელი წარმომავლობის 496 000 აშშ დოლარი ჩარიცხა. უკანონო ტრანზაქციები განახორციელა. მოახდინა თანხის უკანონო ლეგალიზება. დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით – ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. დაყადაღებულია, დაახლოებით 570 000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა.

მსგავსი