ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტები გამოვლინდა

ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტები გამოავლინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საკონტროლო შესყიდვები თბილისსა და გორის 15 აფთიაქში ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით,  ამ აფთიაქებში განსაკუთრებულ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე ყიდიდნენ. რა ზომები გატარდა აფთიაქების წინააღმდეგ და არიან თუ არა ფაქტზე დაკავებულები?