ფსიქოლოგთა როლი დაზარალებული და მოწმე ბავშვების გამოკითხვის პროცესში
როგორია ფსიქოლოგთა როლი დაზარალებული და მოწმე ბავშვების გამოკითხვის პროცესში. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ კვლევა ჩაატარა.
დოკუმენტის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ ფსიქოლოგებმა არ იციან, რა არის მათი კონკრეტული ფუნქცია, ასევე ბუნდოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვებთან ფსიქოლოგების ჩართვის საკითხიც. კვლევის ავტორის ინფორმაციით, არსებული მდგომარეობის ანალიზმა აჩვენა, რომ ფსიქოლოგის მომსახურება ყველგან ხელმისაწვდომი არ არის და ამ მხრივ საქართველოს რეგიონებში ცუდი მდგომარეობაა.
კვლევაში ნათქვამია, რომ დაკითხვისას სისტემატურად ირღვევა ბავშვების კონფიდენციალურობაც. ავტორები შესაბამის უწყებას რეკომენდაციებით მიმართავენ.