ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის განცხადება
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური მდივნის მოადგილე გური მენაბდიშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში ახალი ნარკოტიკული საშუალება გავრცელდა.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჯი ეიჩ ბი ნარკოტიკი ახალი არ არის და ეს პრეპარატი უკვე წლებია, არსებობს ქართულ ბაზარზე. მენაბდიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში მის კლინიკაში მომართვიანობებს შორის აღნიშნული ნარკოტიკის მოხმარების ფაქტები არ დაფიქსირებულა.
ამავე დროს, გური მენაბდიშვილი ამბობს, რომ ამ ნარკოტიკის მოხმარებამ, შესაძლოა, ფატალური შედეგები გამოიწვიოს. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, მომართვიანობის ძირითადი ნაწილი კლუბურ ნარკოტიკზე, მარიხუანასა და ბუპრენორფინის შემცველ საშუალებებზე დამოკიდებულებას უკავშირდება.