ფრენები და ტურიზმის გახსნა საქართველოში

რა პირობებით აღადგენს საქართველო საჰაერო მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებთან – ამ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ წარმატებით ჩააბარა გამოცდა პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. ახლა კი თითოეულ ქვეყანაზეა დამოკიდებული, რამდენად გაიზიარებენ ისინი ამ სიას და პროცედურულ ნაწილში რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის ბალტიის ქვეყნები, საზღვრებს უპირობოდ ხსნიან,  ნაწილი კი სხვადასხვა პროტოკოლურ-პროცედურულ ნაწილზე საუბრობს. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, საქართველოში ევროპელი ტურისტების რაოდენობა გაიზრდება.