ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

9 ოქტომბერი ისტორიული დღეა საქართველოსთვის.

გაიხსნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარდგენილი. ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, სამწერლობო ტრადიციებს და კულტურას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან შეკრებილი გამომცემლები, მწერლები და მკითხველები გაიცნობენ. ქართული დელეგაცია გერმანიაში მრავალფეროვანი კულტურული პროგრამითაა ჩასული. ჩვენი ქვეყნის პრეზენტაციის მთავარი თემა კი ქართული ანბანია. ევროპის მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ხალხმრავლობაა საქართველოს პავილიონთან. არსეობობის 500-წლიანი ისტორიის მქონე წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიამდე ქართულ დელეგაციას ფრანკფურტის მერიაში საზეიმო მიღებაზე უმასპინძლეს.

„მოამბე“ ფრანკფურტშია და ქეთი ქაშაკაშვილი აშუქებს წიგნის ბაზრობას.