პოლიციელის გასროლას მძარცველი ემსხვერპლა. შემთხვევა ფოთში, ნინოშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობის დროს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცავს მამაკაცი არ დაემორჩილა, რასაც გასროლა მოჰყვა.
მძარცველი მძიმედ დაიჭრა, საავადმყოფოში შეყვანისთანავე კი გარდაიცვალა. სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თავის არეში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, სტაბილურია. იგი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებას აგრძელებს პროკურატურა.