„კაფე მზიურში“ ფოტოხელოვანის გოგა ჩანადირის ფოტოპროექტის „დაინახე ჩემი თვალით“ წარდგინება გაიმართა. პროექტი მხედველობაზე ზრუნვის კამპანიის „სულ რომ გვხედავდე“ ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს ოფთალმოლოგიური დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პაციენტების მხარდაჭერას. ღონისძიებაზე ავტორთან ერთად მიწვეულმა ოფთალმოლოგებმა და ფოტოპროექტის მონაწილეებმა მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.