ფონდმა „ქართუმ“ რაგბის კავშირს სამი ახალი სარაგბო კომპლექსი გადასცა
ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსი გადასცა. საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი დაესწრნენ. ორი ბაზა თბილისში, ერთი კი თელავში მდებარეობს. ყველა კომპლექსს აქვს ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები.
თბილისში ტრიბუნები 2 344 მაყურებელზეა გათვლილი, თელავის კომპლექსის ტრიბუნები კი 2 244 მაყურებელს იტევს. სარაგბო კომპლექსებში ასევე გათვალისწინებულია ყინულის და საცურაო აუზები, ძალოსნობის დარბაზები, ღია სარეკრეაციო ზონები, ვიდეოანალიზის ოთახი, საკომენტატორო ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.
სარაგბო კომპლექსების ინვესტიციის ჯამური მოცულობა 18 მილიონ ლარზე მეტია.