ფოლკლორული ანსამბლების დასკვნითი გალაკონცერტი 

აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნითი გალაკონცერტი და დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაში 12 ანსამბლი მონაწილეობდა. ისინი აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის – „ფოლკლორის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები იყვნენ.
გამოვლინდნენ მთავარი ჯილდოს – „გრანპრის“ პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელი ანსამბლები, რომლებსაც სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.