ფინანსთა მინისტრი ADB -ის მმართველთა საბჭოს წარმომადენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი განაგრძობს შეხვედრებს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს წარმომადენლებთან. მამუკა ბახტაძე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, კერძო სექტორისა და თანა ინვესტირების საკითხებში ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით.