ფესტივალი „ღამის სერენადები“ გრძელდება – კონცერტი თბილისის კონსერვატორიაში გაიმართა. მსმენელის წინაში იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და პიანისტი სანდრო ნებიერიძე წარდგნენ. შესრულდა ცნობილი ნაწარმოებები.
ფესტივალი 21 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში იმართება. „ღამის სერენადები“ მევიოლინე ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა. ფესტივალს მისი დამფუძნებლის, ლიანა ისაკაძის სახელი 2024 წელს მიენიჭა.