#ფერმის ექსკლუზივი - ვისკი ქვევრში შოტლანდიურ-ქართული ტექნოლოგით და წლის ინოვატორი ფერმერი ალექსანდრე კვერნაძე
▶ ფერმის ექსკლუზივი – ვისკი ქვევრში, შოტლანდიური და ქართული ტექნოლოგიის სინთეზი და პროდუქტი, რომელმაც ალექსანდრე კვერნაძეს წლის ინოვატორი ფერმერის წოდება მოუტანა. შარბათის ახალი სიცოცხლე – უძველეს კარაბადინში ნაპოვნი და ძველი ქართულიდან თარგმნილი უნიკალური რეცეპტი. ხელნაკეთი ეტიკეტები და საკოლექციო სასმელის სულ რამდენიმე ეგზემპლარი, რომლის დამზადებაც ალექსანდრე კვერნაძემ გარდაცვალებამდე შეძლო. სულიერი მდგომარეობის საქმით გადმოცემა, ანუ შემოქმედებითი ფერმერობის კარგი მაგალითი;
სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, ალექსანდრე კვერნაძე გარდაიცვალა. გადაცემა „ფერმა“ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
▶ ყველაფერი „ქართული რძის” ნიშნის შესახებ, რომელიც რძის პროდუქტებს მიენიჭება. რაში დაეხმარება ეს მომხმარებელს, რძის მწარმოებელ კომპანიებს და ფერმერებს, რომლებიც მათ ნედლი რძით ამარაგებენ;
▶ მებაღე – დეკორატორი, ფოლკლორისტი, ლოტბარი, კარგი მზარეული, ქარგვის ოსტატი და ეს ყველაფერი ერთი კაცის სახელს უკავშირდება. ნახეთ საფრანგეთიდან ჩამოტანილი და ზუგდიდში გახარებული დეკორატიული მცენარეები. გაიცანით ადამიანი, რომელმაც დადიანების სასახლის, მარტვილისა და სალხინოს მონასტრების ეზოები გაამწვანა. „არტი-შოკის” უნიკალური გმირი, ზუგდიდის მკვიდრი, ბესო ჭითანავა.