#ფერმა მოგზაურობა ყაზბეგში - როგორ ვითარდება ადგილობრივი წარმოება და ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები მაღალმთიანეთში

 

➡ როგორ განვავითაროთ ბიზნესი მარტივად. შემოქმედებითი მიდგომით გაკეთებული საქმე და ადამიანები, რომლებიც ყაზბეგში ინოვაციურ ტექნოლოგიებს ნერგავენ. ჯავახეთური კარტოფილის პირველი ექსპერიმენტული მეურნეობა მაღალმთიანეთში და თვალსაჩინო შედეგი.

➡ თბილისელი ბიჭის წამოწყებული ბიზნესი სოფლად, რომელმაც ევროპელი ტურისტების ყურადღება მიიპყრო. სათბურის იაფად გათბობის ტექნოლოგია და სახელდახელოდ დამზადებული, „ფერმის“ სახელობის მილი, რომელიც ბოსტნეულის მოსავლიანობას 40 პროცენტით გაზრდის. „სოფლმხედველობა”, ანუ ღია გაკვეთილი ყაზბეგიდან;

➡ რუბრიკაში „არტი-შოკი” – თბილისობა, მისი დაარსების ისტორია, როგორ იცვლებოდა დროში ამ დღესასწაულის აღნიშვნა. ფერმერული ხვავითა და ბარაქით სავსე ქუჩები. შემოდგომის ფერადი არტი თბილისში.