ფერისცვალების დღესასწაული ბახმაროში
ფერისცვალების დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ბახმაროში. ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში აღევლინება ღვთისმსახურება. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. მათ შორის – ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სანახაობრივი, ტრადიციული დოღი გაიმართება. ბახმაროში დოღის ტრადიცია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ყოველწლიურად, ფერისცვალების დღეს გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან მხედრები ბახმაროში იკრიბებიან და ისტორიულ შეჯიბრებაში მონაწილეობენ. დოღი მდინარე ბახვის წყლის მიმდებარედ იმართება და უკვე თითქმის ერთი საუკუნეა კურორტის საზაფხულო სეზონის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად რჩება.