საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი გენერალური პარტნიორი ჰყავს. ორგანიზაციამ კონტრაქტი „საქართველოს ბანკთან“ გააფორმა. ხელშეკრულება ხუთ წელზეა გათვლილი და ეროვნული, ასაკობრივი, ფუტსალისა და ქალთა ნაკრებების მხარდაჭერას ითვალისწინებს. გარდა ამისა, თანამშრომლობა მოიცავს მასობრივი საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას.
ფეხბურთის ფედერაციამ ახალი პარტნიორის ძებნა თებერვლიდან დაიწყო, როდესაც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, „ვი-თი-ბი ბანკთან“ ხელსაყრელი პირობებით გაფორმებული კონტრაქტი გაწყვიტა.