ფედერიკა მოგერინი - ლიბანის დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება ევროკავშირისთვის მთავარი პრიორიტეტია

ლიბანის დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება ევროკავშირისთვის მთავარი პრიორიტეტია – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ბეირუთში სტუმრობისას განაცხადა. ფედერიკა მოგერინიმ კმაყოფილება გამოთქვა, პრემიერ-მინისტრ საად ჰარირის სამშობლოში დაბრუნების გამო. ლიბანის მთავრობის მეთაურმა მანამდე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საუდის არაბეთში განაცხდა.

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ბრიუსელი დისოციაციის პოლიტიკის განხორციელებას ელოდება, რომელიც ლიბანში რეგიონული კონფლიქტების დასრულებას ისახავს მიზნად. ლიბანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ფედერიკა მოგერინიმ ლიბანში მცხოვრები სირიელი ლტოლვილების დაბრუნების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეპატრიაციის დაწყებამდე კონფლიქტი პოლიტიკური გზებით უნდა გადაიჭრას.