ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა – ქსელური მარკეტების გამოხმაურება

15:09, 03.05.2026

ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებს მალევე გამოეხმაურნენ სუპერმარკეტები და „რითეილ“ სექტორი. კომპანიები აცხადებენ, რომ სუპერმარკეტის დახლებზე უახლოეს დღეებში მომხმარებელი კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს ნახავს. უფრო კონკრეტულად კი, მათი განმარტებით, ფასების დაწევის მიზნით, მუდმივ რეჟიმში განხორციელდება გარკვეული პროდუქტების გამოყოფა, რომლებზეც გავრცელდება განსაკუთრებული შეთავაზებები. რაც შეეხება „რითეილ ასოციაციას“ – ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც სპეციალური საფასო პოლიტიკა ვრცელდება. მიზანი, მათივე განმარტებით, სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე განსაკუთრებული შეთავაზებების გავრცელებაა.

მსგავსი