ხმაურიანი განხილვები, 11 სხდომა და 104-გვერდიანი დოკუმენტი, რომელმაც ოპოზიციის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და რეკომენდაციები გასცა – ბაზრის სტრუქტურული მოწყობა, არასაკმარისი გამჭვირვალობა, მიწოდების ჯაჭვის არაეფექტურობა და დამატებითი ხარჯები – ასეთია ძირითადი ფაქტორები, რითაც კომისია მაღალ ფასებს ხსნის. ოპოზიციის უკმაყოფილებისა და ნეგატიური შეფასების მიუხედავად, მმართველი გუნდი საკუთარ გეგმაში დარწმუნებულია.
დისტრიბუტორთა ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული დირექტივები სახელმწიფოს ჯერ კიდევ წლების წინ უნდა გაეცა. საპარლამენტო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას გამოეხმაურა „რითეილ ასოციაციაც“. სექტორი სახელმწიფო უწყებებთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობისთვის მზად არის. მათი განცხადებით, ასოციაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში გავრცელდეს განსაკუთრებული შეთავაზებები.
რეალურად გამოჩნდება თუ არა დახლებზე გაიაფებული პროდუქტები და შეუმსუბუქდება თუ არა მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ხარჯი – მარიამ ბერძენიშვილი გვიამბობს.