ფარული ჩანაწერების საქმე - მხარეთა პოზიციები  

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულთა ნაწილი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მიუთითებს.

რამდენიმე მათგანი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი და რაიონული ორგანიზაციების წევრია. სამართალდამცავების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, პოლიტიკოსებს, – მათ შორის თავად ეკა ბესელიას, – კითხვები ისევ აქვთ და აინტერესებთ, ვისი დაკვეთით გავრცელდა უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერი.

რეზონანსული საქმის მასალებს დეპუტატი დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პირადად გაეცნო.

დანაშაულის ორგანიზატორის ვინაობის დადგენას ითხოვენ უფლებადამცველებიც.