ფარული ჩანაწერების საქმე

გაიზრდება თუ არა დაკავებულთა რიცხვი პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას განაგრძობს. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებზე პოლიციამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე 16 პირი დააკავა, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციების წევრები და მხარდამჭერები.

ყველა დაკავებული დროებითი მოთავსების სხვადასხვა იზოლატორშია გადაყვანილი. ბრალი მათ ოფიციალურად ჯერ არ წარდგენიათ.

დაკავებულების ადვოკატებს „მოამბის“ კორესპონდენტები ელაპარაკნენ. როგორია უფლებადამცველების და დაკავებულების ახლობლების პოზიცია, – ამას გიორგი კობერიძე  გვეტყვის.