ფარული ჩანაწერების საქმე

ფარული ჩანაწერების სკანდალის გაგრძელება.

ერთი სათის წინ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია პირი, რომელმაც სოციალურ ქსელ იუთუბზე რამდენიმე დღის წინ პირადი ინფორმაციის შემცველი კადრები ატვირთა.

რეზონანსულ საქმეზე ჯამში 17 პირია აყვანილი – მათ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერის შენახვას და გავრცელებას ედავებიან. თუმცა ადვოკატების ნაწილი განმარტავს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს კადრები სოციალური ქსელით გაუგზავნეს და თავად მათ მასალა არ გაუვრცელებიათ. ყველა მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორებშია და ბრალის წარდგენას ელოდება.

ხათუნა გაგნიძე ესაუბრა რამდენიმე დაკავებულის ადვოკატებს და ახლობლებს.