„ევროვიზია 2024“-ზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს

ნუცა ბუზალაძე წელს საქართველოს სახელით ევროვიზიაზე იმღერებს. სიმღერის შესარჩევად განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. ქართველ კონკურსანტს 36 კონკურენტი ეყოლება. ნუცა ბუზალაძე წლების განმავლობაში ათზე მეტ კონკურსში მონაწილეობდა და ბევრჯერ მოიპოვა აღიარება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

2019 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Nutsa22“, რომელიც აერთიანებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურენოვან სიმღერებს. 2023 წლამდე, პარალელურად, ლოს ანჯელესსა და დუბაიში მღეროდა თეატრში და მართავდა კონცერტებს. 2023 წელს ნუცამ მონაწილეობა მიიღო პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ შოუში – American Idol, სადაც top 12 მონაწილეს შორის მოხვდა, ხოლო შოუს ფინალში შეასრულა დუეტი ავსტრალიელ პოპვარსკვლავთან, კაილი მინოუგთან ერთად.

„მუსიკით გაერთიანებული“ – ასეთი იქნება რიგით 68-ე ევროვიზიის სლოგანი. მუსიკალური კონკურსი 7, 9 და 11 მაისს შვედეთში გაიმართება. პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს  პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ევროვიზია