ბარსელონაში ევროვიზია 2023-ის პირველი წინასაკონკურსო წვეულება გაიმართა, რომელშიც 14 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის ირუ ხეჩანოვიც, რომელმაც ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა – Echo ცოცხლად პირველად შეასრულა. კონცერტამდე ერთი დღით ადრე, ლურჯი ხალიჩის მიღება გაიმართა, სადაც ევროვიზიის მონაწილეებს ბარსელონის მერმა უმასპინძლა. პრომო ტურის ფარგლებში, ირუ 1 აპრილს თელ-ავივს, ხოლო 7 აპრილს მადრიდს ეწვევა, სადაც Echo კიდევ ერთხელ შესრულდება ფართო აუდიტორიის წინაშე.
რიგით 67-ე ევროვიზია 9, 11 და 13 მაისს, ქალაქ ლივერპულში გაიმართება.
ევროვიზია