ევროვიზია 2023

საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიაზე, ირუ ხეჩანოვი დღეს ლივერპულის „ემ ენდ ეს ბანკ არენაზე“ გენერალურ რეპეტიციას გაივლის.

ყველაზე მნიშვნელოვან გამოსვლამდე კი ზუსტად ერთი დღე რჩება. ხვალ ევროვიზია 2023-ის მეორე ნახევარფინალური ტურია, სადაც ირუ მეთერთმეტე ნომრად გამოვა სცენაზე. საქართველოს პირველი არხი შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ზუსტად 23:00 საათზე შემოგთავაზებთ.

მარიკა შალიკაშვილი ლივერპულიდან.