ევროვიზია 2023 პირველ არხზე

დღეს დიდ ბრიტანეთში ევროვიზიის კონკურსი იწყება.

ქალაქ ლივერპულის „ემ ენდ ეს ბანკ არენაზე“ კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტური გაიმართება. ევროპელი მაყურებლის წინაშე დღეს, 23 საათზე 15 ქვეყნის მონაწილე წარდგება. მაყურებლის გადაწყვეტილებით, დღესვე გაირკვევა ის პირველი ათეული, რომელიც 13 მაისს ფინალში იმღერებს. რაც შეეხება ქართველ მონაწილეს, ირუ ხეჩანოვი მეორე ნახევარფინალში 11 მაისს, მეთერთმეტე ნომრად გამოვა სცენაზე.