„ევროვიზია 2023“-ს ლივერპული უმასპინძლებს. წელს კონკურსი უკრაინაში უნდა გამართულიყო, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ღონისძიების გამართვა დიდ ბრიტანეთში გადაწყვიტა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წელს განსაკუთრებული ყურადღება უკრაინულ კულტურას დაეთმობა. ამასთან, უკრაინის წარმომადგენელი ევროვიზიის ფინალურ ეტაპზე ავტომატურად მოხვდება. რუსეთი კი ევროვიზიაში მონაწილეობას, ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, საერთოდ არ იღებს.