ევროვიზია 2018-ის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება #მოამბე პორტუგალიიდან

პორტუგალიის დედაქალაქში, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. პირველ ნახევარფინალურ ტურში, ფინალის საგზურის მოპოვებას 19 კონკურსანტიდან მხოლოდ 10 მოახერხებს.

როდის გამოვლენ ქართველი კონკურსანტები სცენაზე და რომელ ქვეყნებს აქვთ გარანტირებული ფინალურ შოუზე სიმღერა – მარიკა შალიკაშვილის ჩართვა ლისაბონიდან, სადაც მასთან ერთად 50-მდე ქვეყნის საერთაშორისო მედიის წარმომადგენელია შეკრებილი.