ევროვიზია 2018-ის მონაწილეებისთვის ლისაბონის მთავარ მოედანზე კონცერტი გაიმართა - „ირიაოს“ გამოსვლას მაყურებელი ოვაციებით შეხვდა [ვიდეო]

ევროვიზია 2018 წლის მონაწილეებისთვის ლისაბონის მთავარ მოედანზე „პლასა დე კომერსიოზე“ ე.წ. „ევრო ვილიჯში“ კონცერტი გაიმართა. როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ქართველი მონაწილეების გამოსვლას მაყურებელი განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა. ეთნო ჯაზ ბენდირიაოს“ წევრებმა სამი სიმღერა შეასრულეს – საკონკურსო ნომერი „შენი გულისთვის“, კომპოზიცია Take Five და გასული წლის კონკურსის გამარჯვებულის სალვადორ სობრალის amor pelos dois.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 63-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალური შოუ ლისაბონში ხვალ გაიმართება, სადაც 19 ქვეყნის რჩეული მუსიკოსი ფინალში მოსახვედრად იბრძოლებს.

წელს ევროფესტივალზე საქართველოს ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო” წარმოადგენს, რომელიც მეორე ნახევარფინალში, 10 მაისს იმღერებს.

ევროვიზია 2018-ს ფინალი 12 მაისს გაიმართება.