„ევროვიზია 2018“

ევროვიზიის ქართველ კონკურსანტებს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამოქალაქეების განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ. დღეს, თბილისის დროით 23 საათზე ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო” ლისაბონის „ალტის არენაზე“ წარდგება. კომპოზიტორ დავით მალაზონიას მუსიკის და ირინა სანიკიძის ტექსტის მიხედვით შექმნილი სიმღერა სახელწოდებით „შენი გულისთვის” მეორე ნახევარფინალში მეათე ნომრად შესრულდება. ეს არის პირველი შემთხვევა „ევროვიზიაში“ საქართველოს მონაწილეობის ისტორიაში, როცა ჩვენს ქვეყანას ეროვნულ ენაზე შექმნილი კომპოზიციით წარადგენენ.

დღევანდელი გამოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ დღეს გაირკვევა, მოხვდება თუ არა „ირიაო” 12 მაისს დაგეგმილ ფინალურ ტურში.

მარიკა შალიკაშვილი და ლევან ქართველიშვილი აშუქებენ „ევროვიზია 2018“-ს.