ევროვიზია 2018

ლისაბონის ისტორიულ ცენტრში დღეს ქართული სიმღერა შესრულდა.

პირველ ნახევარფინალამდე რამდენიმე საათით ადრე ევროვიზიის მონაწილე 43 ქვეყნის წარმომადგენელმა კონკურსანტებმა მსმენელებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს. ეთნო-ჯაზ ბენდმა „ირიაომ“ მუსიკალური კონკურსის წინა წლის გამარჯვებულის საკონკურსო სიმღერაც იმღერა.

ევრო-ფესტივალი დღეს თბილისის დროით 23 საათზე იწყება. პირველი ნახევარფინალის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ. ქართველი კონკურსანტები კი ალტის არენაზე მეორე ნახევარფინალში 10 მაისს წარდგებიან. ჟიურისთან ერთად მაყურებლის ხმები გადაწყვეტს, მოხვდება თუ არა „ირიაო“ ფინალურ ტურში.

მარიკა შალიკაშვილის და ლევან ქართველიშვილის რეპორტაჟი პორტუგალიის დედაქალაქიდან.

დატოვე კომენტარი