ევროვიზია 2018

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ევროფესტივალის პირველი ნახევარფინალური შოუ რამდენიმე საათში იწყება.

დღეს გაირკვევა ევროვიზიის პირველი ნახევარფინალის 19 კონკურსანტიდან, რომელი ათეული მოხვდება ფინალურ შოუზე. კონკურსში სულ 43 ქვეყანა მონაწილეობს,  აქედან ხუთი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის კონკურსანტები, ისევე როგორც მასპინძელი პორტუგალია, საკუთარ ქვეყანას ფინალურ ეტაპზე წარადგენენ.

ლისაბონშია „მოამბის“ გადამღები ჯგუფი.

როდის წარსდგებიან ქართველი კონკურსანტები მსმენელისა და საერთაშორისო ჟიურის წინაშე – მარიკა შალიკაშვილი დეტალებით.