პარტია „ევროპული საქართველო“ ეკონომიკის სწრაფ გახსნასა და შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს. გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვების დიდი ნაწილი დაწესების დღიდან აბსურდული იყო, ხოლო მათი აღსრულება შერჩევითად ხდება.
„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, 8 მაისს გახსნას ეკონომიკა, აღადგინოს ქალაქებს შორის მიმოსვლა, დაიწყოს მასობრივი ტესტირება, მოხსნას კერძო ავტომობილებთან დაკავშირებული შეზღუდვები, გააუქმოს მუნიციპალიტეტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის გამოტანაზე გაცემული ექსკლუზიური უფლებები, გახსნას საქართველოს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვარი, განაგრძოს მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა და დროებით შეზღუდოს მასობრივი თავყრილობები.