„ევროპული საქართველო“ ქვეყანაში გაზრდილ კრიმინოგენურ ვითარებაზე საუბრობს
„ევროპული საქართველო“ ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს. ოთარ კახიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ხშირია ბანკების დაყაჩაღების ფაქტები და ადამიანების მიმართ ფიზიკური ძალადობა. მისივე განმარტებით, ქვეყანაში დაუსჯელობის განცდაა და მსგავსი ფაქტები სწორედ ამიტომ გახშირდა.
ოპოზიცია მთავრობას კრიმინალურ დაჯგუფებებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. კახიძე ხელისუფლებას დროული ნაბიჯების გადადგმას, კერძოდ სისხლის სამართლის პოლიტიკის შეცვლას სთხოვს.