ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება 

აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული მძიმე ვითარების გამო რუსეთი კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან გააკრიტიკეს.

საქართველოს შესახებ განსაკუთრებული მნიშვნელობის პოლიტიკური დოკუმენტი მიიღეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში. აღმასრულებელ დონეზე ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენებას უპრეცედენტო გადაწყვეტილებად აფასებს ქვეყნის პირველი დიპლომატი. დოკუმენტის ავტორები ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, მკვლელობებზე, წამებებსა და უკანონო დაკავებებზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ. მინისტრთა კომიტეტიდან მოსკოვს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჩაკეტილი ე.წ. გადასასვლელების გახსნა მოსთხოვეს.

დატოვე კომენტარი