ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი

დღეს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს გამართავს. კონტინენტის პირველობა 10 იანვარს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაიწყო. ევრო 2026-ზე ჩვენი გუნდი B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეები საბერძნეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ნაკრებები იქნებიან. პირველ შეხვედრაში ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

წყალბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს საბერძნეთთან მატჩით გახსნის – რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT