წყალბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს საბერძნეთთან მატჩით გახსნის - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
წყალბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს საბერძნეთთან მატჩით გახსნის - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

10 იანვარს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს, რომელიც პირველ მატჩს 11 იანვარს, 23:30 საათზე საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი წარმოგიდგენთ.

ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებენ, საუკეთესო შედეგი 2022 წელს დააფიქსირეს – შეჯიბრება მე-8 ადგილზე დაასრულეს.

2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები საბერძნეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ნაკრებები იქნებიან. ჯგუფის ფავორიტებად საბერძნეთი და ხორვატია მიიჩნევიან, თუმცა ჩვენს გუნდს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ გრანდებთან თამაშიც წარმატებით შეუძლია.

 

გიორგი მაგრაქველიძე

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

1. ირაკლი რაზმაძე

2. საბა ტყეშელაშვილი

3. ვატო დადვანი

4. ნიკა შუშიაშვილი

5. ანდრო ბითაძე

6. დუშან ვასიჩი

7. სანდრო ადეიშვილი

8. იოვან სარიჩი

9. რევაზ იმნაიშვილი

10. გიორგი მაგრაქველიძე

11. ველკო ტანკოსიჩი

12. სტეფან პიეშივაცი

13. გიორგი გვეტაძე

14. ანდრია ვლაოვიჩი

15. ლუკა ჩიქოვანი

საბერძნეთის ნაკრები: პანაიოტის ზორცატოსი, ემანოილ ზერდევასი, კონსტანტინოს გენიდუნიასი, დიმიტრის სკუმპაკისი, კონსტანტინოს გიოვეცისი, სტილიანოს არგუროპილოსი, არისტიდეს ჩალივოპულოსი, ნიკოს გკილიასი, ეფსტატიოს კალოგეროპულოსი, კონსტანტინოს კაკარისი, დიმიტრის ნიკოლაიდისი, ნიკოს პაპანიკოლაუ, ევანგელოს პუროსი, ალექსანდროს პაპანასტასიუ, სემირ სპაჰიტსი.

 

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

11 იანვარი, 23:30 | საბერძნეთი – საქართველო

13 იანვარი, 15:45 | საქართველო – ხორვატია

15 იანვარი, 21:00 | სლოვენია – საქართველო