ევროპის 11 ქვეყანა რუსეთს აფრთხილებს

ევროპის 11 ქვეყანა რუსეთს აფრთხილებს, რომ ქალაქების დაბომბვა ომის დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში, რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე განხორციელებული ავიაიერიშებია დაგმობილი. განცხადებას ხელ აწერენ ბულგარეთის, მონტენეგროს, ჩეხეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრეზიდენტები. ამავე განცხადებაში ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მიუღებელია. „ამ კონტექსტში ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და მოკავშირეები“, – ნათქვამია წერილში