კიევზე თავდასხმას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან – რუსეთის ქმედებებს გმობენ, უკრაინას კი სოლიდარობას უცხადებენ. მასშტაბური იერიში ერთ-ერთმა პირველმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა დაგმო, მას „საზარელი ტერორისტული აქტი“ და „ბირთვულ ზღვარზე უგუნური თამაში“ უწოდა. კაია კალასის თქმით, რუსეთი ბრძოლის ველზე ჩიხში აღმოჩნდა და დაშინების ტაქტიკას მიმართა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, თავდასხმა აჩვენებს კრემლის სისასტიკეს და როგორც ადამიანის სიცოცხლის, ასევე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ უპატივცემულობას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კი იერიშს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული სისასტიკის დაუნდობელი დემონსტრირება და უგუნური ესკალაცია უწოდა. უკრაინის წინააღმდეგ „ორეშნიკის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას გმობენ საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერიც. პარალელურად, ირკვევა, რომ მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების გზებს განიხილავენ.
რუსეთმა კიევზე ბალისტიკური იერიში მიიტანა