ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილება
ევროპარლამენტარებმა აღნიშნული ანგარიში 35 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღეს, რვამ – თავი შეიკავა. დირექტივა მიმართულია უცხოური ლობირების მზარდი ხასიათისა და დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოურ ჩარევებისკენ. წესები ვრცელდება ისეთ საქმიანობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას. ევროკავშირის გამჭვირვალობის შესახებ ახალ კანონს, ევროპარლამენტში კრიტიკა მოჰყვა. მემარცხენე ჯგუფის წევრი ევროპარლამენტში, ლეილა შეივი ამბობს, რომ ეს კანონი უნგრული და ქართული კანონების ანალოგია და ცვლილებების შეტანას ითხოვს. მისი თქმით, ტექსტი არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ძირს უთხრიან პარლამენტს, კანონის მიზანი კი – სამოქალაქო საზოგადოებაში მყოფი ხალხის სტიგმატიზაციაა.
ევროპარლამენტის შიდა ბაზრის კომიტეტის გადაწყვეტილება – შეფასებები