ევროპარლამენტის შიდა ბაზრის კომიტეტის გადაწყვეტილება - შეფასებები

ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს. წესები ვრცელდება ანაზღაურებად ლობირებაზე, რაც ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენას ისახავს მიზნად, თუმცა არ ვრცელდება სამთავრობო, დიპლომატიურ, მედია, იურიდიულ და აკადემიურ საქმიანობაზე. სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსება, რომელიც ლობირებასთან არ არის დაკავშირებული გამონაკლისია. თითოეული ქვეყანა შექმნის ლობისტების რეესტრს, რომელსაც დამოუკიდებელი ორგანოს მართავს. „მოქალაქეებმა ეს მოითხოვეს – მათ სურთ იცოდნენ, ვისი ხმა და ფული განსაზღვრავს კანონებს. ევროპელთა 81% შეშფოთებულია მესამე ქვეყნების ფულის გავლენით.“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა ადინა ვალეანმა. პროექტი 35 ხმით , 4-ის წინააღმდეგ მიიღეს.

ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი – დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის.

ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილება